სამოქალაქო საზოგადოებისაქტივისტებისა და მკლევართა მიერ, მიგრანტთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში შეიქმნა მიგრანტთა ჯანმრთელობის რეგიონალური ექსერტების ჯგუფი (რეჯ), ასევე, მოსახლეობის მობილური ჯგუფებისთვის ქვეყნის დატოვებიდან მიმღებ ქვეყნამდე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში, უწყვეტი ჯანდაცვის მომსახურების უზრუნველსაყოფად.
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მიგრაციას, მათ შორის შრომით მიგრაციას, მასიური ხასიათი აქვს, ამ პროცესში ჩართულია მილიონობით ადამიანი. რეგიონის ყველა ქვეყანა უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების მკურნალობას, მათ შორის, ქრონიკული ინფექციური დაავადებების დროსაც, რათა შეინარჩუნოს მათი ჯანმრთელობა, შრომისუნარიანობა და ცხოვრების ხარისხი. თუმცა, მიგრანტთა დიდ ნაწილს, მას შემდეგ, რაც ტოვებს საკუთარ ქვეყანას, ჯანდაცვის მომსახურების პირობები არ ენახება.
რეგიონალური ექსპერტთა ჯგუფის წევრების წინაშე დგას შემდეგი ამოცანები:
- ჩატარდეს გამოძიება, რათა ობიექტურად შეფასდეს მიგრანტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და წვდომა ჯანდაცვის მომსახურებასთან.
- საზოგადოებისთვის გამოძიების შედეგების გაცნობა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, აკადემური კავშირის საერთაშორისო ორგანიზაციების პასუხისმგებელ პირებთან ერთად დამატკიცებელი არგუმენტების განხილვა;
- ორმხრივი დიალოგის გაფართოება, ექსპერტთა ჩართულობა, ფართომაშტაბიანი თანამშრომლობა მიგრანტთა გამშვებ და მიმღებ ქვეყნებს შორის, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მიღწეულ იქნას მოსახლეობის მობილური ჯგუფებისთვის ჯანდაცვის სფეროში შეთანხმება.
- მიგრანტთა ჯანდაცვის სფეროში ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის საერთო საინფორმაციო სივრცის განვითარება.
რეგიონალური ექსპერტების ჯგუფი (რეჯ) შეიქმნა 2019 წლის 29 აპრილის პირველ სხდომაზე მოსკოვში, გაეროს შტაბ-ბინაში, სხდომას ესწრებოდნენ საერთაშორისო წარმომადგენლები, რუსეთის სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლები, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონების არაკომერციული გაერთიანების წევრები და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები. ამ შეხვედრაზე მიიღეს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების რეზოლუცია მიგრანტთა ჯანმრთელობის შესახებ.
რეგიონალური ექსპერტების ჯგუფი წარმოადგენს არაკომერციულ გაერთიანებას, რომელიც შედგება დამოუკიდებელი ექსპერტებისგან, მრჩეველთა საბჭოსგან, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან (თითო წარმომადგენელი აღმ. ევროპისა და ცენტრ. აზიის რეგიონების თითო ქვეყანაში), ასევე აღმარულებელი კომიტეტისგან, რომელიც რეგიონალური ექსპერტების ჯგუფის საქმიანობას უწევს კოორდინირებას.