საზოგადოებათმცოდნეობის ექსპერტი ხართ? სახელმწიფო დაწესებულების სპეციალისტი? ექიმი? ეკონომისტი? დიასპორის საკითხების ხელმძღვანელი? საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი? უნივერსიტეტის მკვლევარი? ჟურნალისტი თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი?
თუ გაინტერესებთ მიგრანტთა ჯანმრთელობის საკითხები აღმ. ევროპისა და ცენტრ. აზიის რეგიონებში, თუ მზად ხართ რეგიონალური ექსპერტების ჯგუფის განვითარებაში თქვენი წვლილი შეიტანოთ, მაშინ გიწვევთ რომ გახდეთ ამ ჯგუფის დამოუკიდებელი წევრი .
რეგიონალური ექსპერტების ჯგუფის წევრს უფლება აქვს არჩეულ იქნას აღმასრულებელ კომიტეტში, საკონსულტაციო საბჭოში, ქვეყნების ექსპერტების შემადგენლობაშ
ი შედის რეგიონალური ექსპერტების ჯგუფი.
გაწევრიანება
რეგიონალური ექსპერტების ჯგუფი აერთიანებს დამოუკიდებელ ექსპერტებს (თუმცა საიტზე შესაძლებელია მიეთითოს თქვენი ამჟამინდელი თანამდებობა იმ ორგანიზაციაში, სადაც მუშაობთ).
რეგიონალური ექსპერტების ჯგუფის წევრების შერჩევა ხდება აღმასრულებელი კომიტეტის მიერ ექსპერტთა განცხადებების საფუძველზე, ჯგუფის საკონსულტაციო საბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ.
რეგიონალური ექსპერტების ჯგუფის წევრები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ ნებაყოფლობით, ჰუმანიზმის პრინციპებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის საფუძველზე.
თუ თქვენ გსურთ შემოუერთდეთ რეგიონალური ექსპერტების ჯგუფს , გთხოვთ შეავსოთ განაცხადი ფორმა მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/T6rfApWtXgaYv4o7A.