დოქტორი ნაირა სარგსიანი — ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, 25 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით ინფექციური დაავადებების სფეროში, მათ შორის აივ ინფექცია/შიდსი, ასევე მოზარდების ჯანმრთელობა და 7 წელზე მეტი გამოცდილება საერთაშორისო მასშტაბით.
2019 წლიდან მუშაობს UNAIDS-ის უკრაინის ოფისში საინფორმაციო სტრატეგიული მრჩეველის თანამდებობაზე. 2013-2019 წლებში დოქტორი სარგსიანი მუშაობდა რეგიონალური მრჩეველის თანამდებობაზე, უზრუნველყოფდა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში ტექნიკურ ხელმძღვანელობას და პროგრამების მხარდაჭერას აივ ინფექციის/შიდსის ტესტირებების გაფართოებისა და მკურნალობის მიზნით, ასევე ხელს უწყობდა 90-90-90 მიზნების მიღწევას პრეპარატების ღირებულების შესამცირებლად კონკრეტული მეთოდების შემუშავებისა და საზოგადოების მობილიზაციის გზით. მანამდე მუშაობდა საზოგადოების მობილიზაციის მრჩევლად UNAIDS-ის სომხეთის ოფისში (2007-2013 წწ.). 1995-1998 წლებში ხელმძღვანელობდა სომხეთის ეროვნული ცენტრის შიდსის პროფილაქტიკის განყოფილებას.
ნაირამ დაამთავრა სომხეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და აქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრის ხარისხი (სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი).
ანასტასია პოკროვსკაია — ექიმი ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ამჟამად მუშაობს უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, შიდსის საკონსულტაციო სადიაგნოსტიკო განყოფილების ხელმძღვანელად ფედერალური ბიუჯეტური სამეცნიერო სამსახურის შემადგენლობაში „როსპოტრებნადზორის“ ცენტრალური ეპიდემიოლოგიური სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. ძირითადი სამეცნიერო მიმართულება: აივ ინფექციის მატარებელი ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მთელი რიგი კასკადების შესწავლა. ახალი ანტირეტროვირუსული პრეპარატების კლინიკური კვლევა.
ანასტასია პოკროვსკაია აივ-ინფექციის პროფილაქტიკის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს უწევს კონსულტაციას მიგრანტების ჯანმრთელობის საკითხებზე.
ეკატერინე ივაშენკო — ჟურნალისტი, შუა აზიის რეგიონის ექსპერტი.
დაამთავრა ყირგიზეთის ეროვნული უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით. 2010 წლიდან მუშაობდა სს „ფერგანა“ -ს კორესპონდენტად ცენტრალურ აზიაში, ცხოვრობდა ყირგიზეთში. მოვლილი აქვს რეგიონის ყველა ქვეყანა, თურქმენეთის გარდა. 2017 წლიდან სს „ფერგანა“-ს კორესპონდენტია მიგრაციის თემებზე მოსკოვში. დაწერილი აქვს 200-ზე მეტი სტატია ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მიგრანტების ცხოვრებასა და პრობლემებზე რუსეთში.
Reham al-Farra Memorial Journalism Fellowship -ის (გაეროს შტაბ-ბინა, აშშ, 2014 წელი) და World Press Institute Fellowship-ის (აშშ, 2017 წელი) მონაწილე.
შაჰნოზ (ეკატერინე) იუსუპოვა — საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ადვოკატირების, კომუნიკაციის, გაერთიანებული სამოქალაქო საზოგადოების ლიდერობის განვითარების სფეროში 20 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. 2008-2010 წლებში, რუსეთში მუშაობდა სოციალური მობილიზაციის საკითხების მრჩევლად UNAIDS-ის ოფისში. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები როგორც რუსულ, ისე საერთაშორისო გამომცემლობებში.
ამჟამად შაჰნოზი მუშაობს COVID-19-თან დაკავშირებული დახმარების პროექტის ფარგლებში არაკომერციული ასოციაციის „ექიმები საზღვრების გარეშე“ (ნიდერლანდები) რუსეთის ფედერაციაში და ბელორუსიის რესპუბლიკაში.