დანიელ კაშნიცკი, აკადემიურ საზოგადოებასთან ურთიერთობის კორდინატორი

დანიელი კაშნიცკი — სოციალური პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის უმაღლესი ეკონომიკური სკოლა, აქვს მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში (ლუნდას უნივერსიტეტი, შვეცია).

2006 წლიდან დანიელი მუშაობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, იმ ორგანიზაციებში, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენს პროფილაქტიკა და წვდომის უზრუნველყოფა აივ ინფექციასთან/შიდსთან დაკავშირებულ მომსახურებაზე. 2015 წლიდან ტექნიკურის სახის დახმარებას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაციებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში, გლობალური პროექტების ფონდის ფარგლებში. დანიელის საქმიანობა დაკავშირებულია ისეთ მიმართულებებთან, როგორიცაა, დაგეგმარება, პროგრამების მართვა-მონიტორინგი, ბიუჯეტური ადვოკატირება, პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაცია, ხარისხიანი გამოძიება, მიგრანტთა ჯანმრთელობა, და ასევე, ადამიანური, პაციენტზე ორიენტირებული დამოკიდებულება აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობის დროს.

კირილ ბარსკი, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი

კირილ ბარსკი — სოციალურად მნიშვნელოვანი ავადმყოფობების საკითხების სპეციალისტი, საინფორმაციო უსაფრთხოების სპეციალისტი, აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი. 2011 წლიდან კირილი მუშაობს სოციალურად მნიშვნელოვანი ავადმყოფების დახმარებისა და პროფილაქტიკის სფეროში. 2017 წლიდან აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიიდან პარტნიორების დახმარებით, ორგანიზებას უწევს აივ ინფიცირებული მიგრანტების დახმარებას მოსკოვის რეგიონში. კირილის ძირითად კომპეტენციაში შედის: საზოგადოების განვითარება, პროფილაქტიკური პროგრამების შექმნა, სამედიცინო-სოციალური დახმარების ორგანიზება, სერვისის პროგრამების მართვა, მათი ეფექტურობის შეფასება, კვლევითი სამუშაოების ორგანიზება და წარმოება.

ანა ფედორიაკი, კომუნიკაციის საკითხების კოორდინატორი

ანა ფედორიაკი — ჟურნალისტი, კომუნიკაციის საკითხების სპეციალისტი. ანა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში 2006 წლიდან მუშაობს. იგი თანამშრომლობდა ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან როგორც რუსეთში, ისე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მისი საქმიანობა მოიცავდა კომუნიკაციას, საინფორმაციო კამპანიის წარმოებას და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას. ანას აქვს ისტორიის მაგისტრის ხარისხი, ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებს.

ამჟამად ანა მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების რუსულ-ევროპულ ორგანიზაციაში, სადაც დაკავებულია კომუნიკაციითა და სხვადასხვა კამპანიების წარმოებით რეგიონალურ ექსპერტთა ჯგუფში.

შაჰნოზ (ეკატერინე) იუსუპოვა

შაჰნოზ (ეკატერინე) იუსუპოვა — საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ადვოკატირების, კომუნიკაციის, გაერთიანებული სამოქალაქო საზოგადოების ლიდერობის განვითარების სფეროში 20 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. 2008-2010 წლებში, რუსეთში მუშაობდა სოციალური მობილიზაციის საკითხების მრჩევლად UNAIDS-ის ოფისში. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები როგორც რუსულ, ისე საერთაშორისო გამომცემლობებში.

ამჟამად შაჰნოზი მუშაობს COVID-19-თან დაკავშირებული დახმარების პროექტის ფარგლებში არაკომერციული ასოციაციის „ექიმები საზღვრების გარეშე“ (ნიდერლანდები) რუსეთის ფედერაციაში და ბელორუსიის რესპუბლიკაში.

ზინაიდა აბროსიმოვა, კოორდინატორი

ზინაიდა აბროსიმოვა 2006 წლიდან მუშაობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში სოციალურად მნიშვნელოვანი ავადობის პროფილაქტიკის საკითხებზე. კერძოდ, მონაწილეობდა აივ ინფექციის/სპიდთან ბრძოლის პროფილაქტიკის საერთაშორისო პროექტებში რუსეთის ფედერაციაში, სადაც მუშაობდა სასწავლო პროგრამებზე ჟურნალისტებისთვის და ბიზნეს-საზოგადოების ჩართულობაზე ეპიდემიის განვითარების პროფილაქტიკისთვის. მანამდე იგი მუშაობდა სოციოლოგიური განათლების ცენტრში მკვლევართა ჯგუფის შემადგენლობაში. სოციოლოგიაში მთელი რიგი სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი.